ექიმი.დოცენტი მეჰმეთ ნური ერდემი 1977 წელს, თოქათში დაიბადა. პირველი და საშუალო სკოლის განათლება თოქათში დაასრულა.
1996 წელს სწავლა დაიწყო სტანბულის უნივერსიტეტის ჯერრაჰფაშას სამედიცინო უნივერსიტეტში. სამედიცინო განათლება დაასრულა 2002 წელს.
2003-2008 წლებს შორის სტანბულის სამეცნიერო უნივერსიტეტის ფლორენს ნაითინგელის საავადმყოფოში ექიმი.პროფესორი აზმი ჰამზაოღლუსთან დაეუფლა ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიის სპეციალობას.
ჯარი მოიხადა 2009-2011 წლ. შორის, ბათმანის სახელმწიფო რეგიონალურ ჰოსპიტალში მან დაასრულა სავალდებულო სამსახური.
სტანბულში სხვა და სხვა საავადმყოფოებში მუშაობის შემდგომ 2018 წლიდან დღემდე მუშაობს თავის კლინიკაში.
იმავე წელს იშიქის უნივერსიტეტის სამედიცინო უნივერსიტეტში, ჯანდაცვის მაღალ პროფესიული ფაკულტეტის ლექტორად დაინიშნა.
2019 წელს მან მიიღო დოცენტის წოდება.
ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ექსპერტიზასთან ერთად, ხერხემლის დაავადებებისა და ხერხემლის ქირურგიულ დარგში გახდა ექსპერტი, მეჰმეთ ნური ერდემი “თურქეთის სამედიცინო ასოციაციაციის, თურქეთის ორთოპედიისა და ასევე ტრავმატოლოგიის ასოციაციის წევრი გახლავთ.“
სქოლიოზის, კიფოზის, წელის თიაქარის, ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების, სახსრების დაავადებების, ასევე ხერხემლის სიმსივნეებისა და ხერხემლის ტრავმების დაავადებების, ბარძაყის, მუხლის ართრიტის, პროტეზის ქირურგიისა და ასევე დაინტერესებულია ართროსკოპიული ინტერვენციებით.
ძალიან ბეევრ საერთაშორისო და ეროვნულ კონგრესებზე აქვს პრეზენტაციები ჩატარებული და ასევე აქვს სტატიები სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში.
ამჟამად სტანბულის მეჯიდიექოიში არსებულ თავის კლინიკაში აქტიურად აგრძელებს მუშაობას და იღებს პაციენტებს.